09:57 - პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაშიიმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილებისაწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი კონცეფცია მწვანეეკონომიკა, რომელიც სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებითთანდათან ჩანაცვლების წახალისებას გულისხმობს.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ პროცესში ისეთ მოწინავეავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას, როგორიც Volkswagen-ია და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელისაქართველოს ბაზრით მათ კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებას.
დრეზდენში მდებარე ელექტრომობილების ქარხანაში, რომელიც 100 პროცენტით მწვანე ენერგიას მოიხმარს, პირველიმოდელი 2017 წელს ააწყვეს. ქარხნის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოების ტექნოლოგიადა ელექტრომანქანების ტექნიკური მახასიათებლები მუდმივად იხვეწება.