RSS - საზოგადოება http://georgianpress.ge საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press ru-RU Copyright by georgianpress.ge 2019 support@georgianpress.ge საზოგადოება RSS 2.0 generation class http://blogs.law.harvard.edu/tech/rss ახალსოფელში გაჩენილი ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს http://georgianpress.ge/com/news/view/35022/?lang=1 შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად,ყვარელში, სოფელ ახალსოფელში შეიმჩნეოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ფაქტზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კახეთის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარსა და ბუჩქებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს და ასევე ჩართულია ავიაცია. ცეცხლის ქრობაში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35022/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press თბილისის მერი მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო http://georgianpress.ge/com/news/view/35023/?lang=1 ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.   კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.   თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა „საპარტნიორო ფონდს“ პროექტის განხორციელებისთვის, რაშიც, მისი თქმით, დიდია ბელარუსის პრეზიდენტის და მინსკის მთავრობის წვლილი.   „ეს სივრცე იმდენად საინტერესო, ქართული ისტორიის, ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შემცველია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიზიტორი ისიამოვნებს მისი გაცნობისას.  მინდა, წარმატება ვუსურვო მის დამფუძნებლებს და იმედი გამოვთქვა, რომ „ქართული სახლი“ საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. ჩვენ   ვიცით, რომ ბელარუსი ხალხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ქართველები ბელარუსი ხალხის გვერდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   თბილისის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ქართულ ბიზნესს დღეიდან აქვს შესაძლებლობა, შესთავაზოს მინსკელებს და მინსკის სტუმრებს ქართული პროდუქცია.   „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, მინსკში „საპარტნიორო ფონდმა“ „ქართული სახლი“ გახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.   გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა, ბიზნესწრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებმა.                       support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35023/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში ცეცხლი აღარ შეინიშნება http://georgianpress.ge/com/news/view/35021/?lang=1 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება. ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. მხედველობის არეალის აღდგენისთანავე, დღეს, დილიდან, დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელიც პროცესების დაჩქარებული წესით წარმართვაში მეხანძრე-მაშველებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35021/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი - სერგო რატიანი http://georgianpress.ge/com/news/view/35020/?lang=1 მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ,,ევროპული საქართველო” განსაზღვრავს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას“ აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგო რატიანი.  მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე, რომ ხელისუფლება არ აწარმოებდეს პოლიტიკური ინტერესით გაჯერებულ დვენას იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოსგან განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესსა თუ მოსაზრებას გამოხატავენ - იქნება ეს  წამყვანი სატელევიზიო არხის დახურვა, ,,თიბისის” დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლისწინანდელი ამბის შესახებ საქმის აღძვრა თუ ბოლოდროინდელი მოვლენები “ტვ პირველის” დამფუძნებელთან დაკავშირებით, რომლებშიც  აშკარად იკვეთება ერთი დამოკიდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება და   მასზე სახელმწიფო მყისიერ რეაგირებს იწყებს. „ამ ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა - სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვეხმაურო აღნიშნულ ფაქტს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება, რაც ამ მომენტამდე არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ პროკურატურა ახორციელებდა გამოძიებას. ფაქტია, რომ აღნიშნული გამოძიება შეწყდა და დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ,,ევროპული საქართველო” განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას. „ - განაცხადა სერგო რატიანმა     support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35020/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს - თამარ ჩუგოშვილი http://georgianpress.ge/com/news/view/35019/?lang=1 რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს და ეს მტრის მხრიდან არც არის გასაკვირი, აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს არის რუსეთის მხრიდან გამოხატულება, საქართველო მუდმივად წნეხში ამყოფოს, აი ამ ფორმით, როდესაც ანახლებენ მავთულხლართების ფიქსირებას და ამ პროცესში, როგორც წესი, ადამიანური ტრაგედიები ჩნდება ხოლმე, რადგან ხდება მათი გატაცება, დაკავება და შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო ამ ადამიანების გამოსახსნელად. ამ ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს, საქართველო ამყოფოს მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ და ეს მტრის მხრიდან არც არის გასაკვირი, ასეთი ქმედებები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილია ყველანაირ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს და არის უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილი. support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35019/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press ბახმაროში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა http://georgianpress.ge/com/news/view/35018/?lang=1 კურორტ ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35018/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press პოლიციამ ვაკეში "აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა http://georgianpress.ge/com/news/view/35017/?lang=1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია "აიტექნიკსის"​გაქურდვას ცდილობდა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით. support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35017/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მოსახლეობას - დღე და ღამე ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება http://georgianpress.ge/com/news/view/35016/?lang=1 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მუხაესტატეს და ხუცუბნის  მოსახლეობისგან მოსაზრებები და პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა თორნიკე რიჟვაძეს მათი საჭიროებები გააცნეს. გაზიფიცირება,  წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის მიმართულებებია,  რომლებსაც, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ.  «როგორც მთავრობა, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა ის ადამიანი, რწმუნებულები, რომლებიც თქვენ გყავთ ვალდებული არიან, რომ მოგისმინონ და თქვენი ყველა გასაჭირი მოიტანონ ჩვენამდე, ჩვენ კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მივიტანოთ ის, რაშიც მათი დახმარება გვჭირდება.  და ერთიანი ძალისხმევით, ეს არ არის მხოლოდ ცალკე რომელიმე სახელისუფლებო შტოს მიდგომა თქვენთან მიმართებაში, ეს  არის მთლიანად ჩვენი გუნდის, ქართული ოცნების მიდგომა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად გვქონდეს თქვენთან  კომუნიკაცია, შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა ერთად,  ერთიანი ძალისხმევით, რაც მუხაესტატეს, ქობულეთელებს და თქვენს ოჯახებს  აწუხებთ» - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2021-22 წლებისთვის არცერთი სოფელი აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე არ უნდა დარჩეს. support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35016/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press 23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა http://georgianpress.ge/com/news/view/35015/?lang=1 23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა. ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. მუზაშვილი მოჭიდავე იყო. მისი ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად ზურაბის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმართება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. წელს ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი მეხანძრე-მაშველებთან ერთად დაესწრო. ტურნირზე დაწესებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრიზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიან სპორტსმენს გადაეცა. support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35015/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press ლევან გელბახიანი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა http://georgianpress.ge/com/news/view/35014/?lang=1 22 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ფესტივალის პრიზებისთვის სულ 53 ფილმი იბრძოდა. გამარჯვებულებს შორის დასახელდა ლევან გელბახიანი. ლევანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს – "სარაევოს გულის" მფლობელი გახდა ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული მთავარი როლისთვის. საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო "სარაევოს გული" გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის "და ჩვენ ვიცეკვეთ", მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში  აჩვენეს ირინე ჟორდანიას "მარქსის ქუჩა 12", ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის "ღამის სეანსი". სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება. support@georgianpress.ge http://georgianpress.ge/com/news/view/35014/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press