ივნისის პირველი ნახევარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდი იქნება, თუმცა თვის ბოლოს კოსმოსის ნეგატიური რხევები ადამიანების ცხოვრებაში გაუგებრობას და ქაოსს შემოიტანს. ვნახოთ რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ივნისში.
ვერძი
ზაფხულის დასაწყისში ბევრ თქვენგანს შემოქმედებითი ენერგიისა და ჭკვიანი იდეების მოზღვავება ელის. უფრო მეტიც, ამ რესურსების სწორი მიმართულებით წარმართვას შეძლებთ. მთავარია, ნერვებს გაუფრთხილდეთ! ემოციური თვალსაზრისით, რთული თვე გელით.
მარტოხელა ვერძებს შეუძლიათ თავბრუდამხვევი რომანტიკის იმედი ჰქონდეთ, თუმცა ამ ურთიერთობების საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს მიზნებსა და გეგმებზეა დამოკიდებული.
ივნისის ფინანსური პერსპექტივა დამაიმედებელია. ბევრ ვერძს შემოსავლის სწრაფ ზრდა ელის, განსაკუთრებით ივნისის პირველ ნახევარში. შემოსავლის გაზრდა სავარაუდოდ, კარიერულ წინსვლას ან ხელფასის მატებას უკავშირდება. გამორიცხული არ არის ახალ, უფრო პრესტიჟულ სამუშაოზე გადასვლა.
მე-15-იდან 18 ივნისამდე პერიოდში მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 21, 26.
არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 14, 18, 23, 28.
კურო
კუროებო, ივნისში თქვენი იღბლიანი პლანეტა – იუპიტერი თქვენსავე თანავარსკვლავედში დასახლდება. საკმაოდ რთული პერიოდი გელით, მაგრამ იღბალი თქვენს მხარესაა. ამით უნდა ისარგებლოთ.
სახლის კეთილმოწყობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოები მალე დასრულდება და შედეგებით კმაყოფილი დარჩებით. მარტოხელა კუროებს ივნისი პირადი ცხოვრების გაუმჯობესების უამრავ შანსს მისცემს. შესაძლოა, ივნისის პაემანი ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყისად იქცეს.
ივნისის ბოლოს ზოგი წყვილი მხიარულ მოგზაურობაში გაემგზავრება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ოდესღაც გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენაში დაგეხმაროთ.
არასტაბილური ფონის მიუხედავად, ფინანსური პროგნოზი ძალიან ოპტიმისტურია – ბევრ კუროს შემოსავლის ზრდა ელის.
აქტიური მეწარმეები ბიზნესის ახალ დონეზე აყვანისთვის უნდა მოემზადონ. წინ სულ მცირე სამწლიანი დაძაბული მუშაობა გელით, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს.
მზის ენერგიის დადებითი გავლენის წყალობით, ფიზიკური და მორალური ენერგიით სავსე ხართ. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის ჯანმრთელობის საფუძველია, რადგან ახლა საჭმლის მომნელებელი სისტემა ყველაზე დაუცველია.
ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 19, 23, 30
არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 17, 21, 26.
ტყუპები
ივნისში იუპიტერის მოძრაობა თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. ზაფხულის დასაწყისი აქტიური მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დროა. პირიქით, დროა მუშაობა შეანელოთ და ზურგი გაამაგროთ, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.
4 ივნისის სავსე მთვარემ შეიძლება არსებული ურთიერთობების გადახედვისკენ გიბიძგოთ. ეს გულწრფელი საუბრებისთვის იდეალური პერიოდია. თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ, ურთიერთსასარგებლო კომპრომისების პოვნა უნდა ისწავლოთ.
ივნისში ფინანსურ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა არც გრანდიოზული შემოსავლების იმედი უნდა გქონდეთ.
ივნისში სამუშაო პირობები უფრო რთული და საპასუხისმგებლო ხდება, ამიტომ ახალი, უფრო ეფექტური სტრატეგიების ძებნა მოგიწევთ.
ივნისში თქვენი მთავარი ამოცანა საკუთარ თავზე ზრუნვაა. ხანდაზმულმა და ქრონიკული ავადმყოფობების მქონე ადამიანებმა ზომიერების გრძნობა არ უნდა დაივიწყონ. ახალგაზრდებს და ჯანმრთელებს ახლა ყველაზე მეტად ჯანსაღი ძილი სჭირდებათ.
ხელსაყრელი დღეებია: 3, 7, 12, 16, 22, 26
არახელსაყრელი დღეებია: 1, 5, 9, 14, 18, 24, 28.
კირჩხიბი
ივნისი ბევრი კირჩხიბისთვის რთული და ნაკლებად ნაყოფიერი პერიოდი იქნება, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ! სურვილის და ჯანმრთელობის პირობებში ყველა პრობლემა მოგვარდება.
18 ივნისს, რომელიღაც თქვენს მეგობარს შეიძლება თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. ამავე დღეს ეცადეთ საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, რომ ვიღაცას შემთხვევით გული არ ატკინოთ.
ივნისი დრომოჭმული ურთიერთობების დასასრულებლად ხელსაყრელი დროა და ეს პირველ რიგში, პრობლემურ წყვილებს ეხება.
ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია – უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ, თუმცა, თვის ბოლოს უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. გარდა ამისა, იზრდება ფინანსური ზარალის რისკი.
სამსახურებრივი მივლინებები კარგად ჩაივლის, მაგრამ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. გირჩევთ ივნისში შვებულება აიღოთ, რომ საკუთარ თავს, ოჯახს, ასევე ნათესავებსა და ახლობლებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, 4 ივნისი ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.
ხელსაყრელი დღეებია: 2, 5, 9, 15, 19, 23, 28
არახელსაყრელი დღეებია: 4, 7, 13, 17, 21, 26.
ლომი
ლომებო, ბევრი თქვენგანისთვის 2023 წლის ივნისი უჩვეულოდ აქტიური, მაგრამ ნაკლებად ნაყოფიერი პერიოდი იქნება, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გელით!
ივნისის მესამე კვირა შესანიშნავი დროა უახლოეს ადამიანებზე ზრუნვისთვის. მათგან საპასუხო ზრუნვას და სიყვარულს მიიღებთ.
შეყვარებული წყვილები ან მეუღლეები შეძლებენ წარსულის უთანხმოება და წყენა წარსულში დატოვონ და მძიმე ურთიერთობები შეთანხმებით დაასრულონ. მშვენიერი დროა ბავშვებთან ურთიერთობისა და დასვენებისთვის.
ივნისში ფულის ნაკლებობა არ გემუქრებათ – შემოსავალი სტაბილური იქნება, მაგრამ ხარჯები გაიზრდება. ყველაფრის მიუხედავად, იუპიტერის წყალობით, ფინანსური ტენდენციები ოპტიმისტურად გამოიყურება.
ივნისში, ყველა პროფესიისა და სტატუსის ლომებმა მხარდაჭერა უახლოეს ადამიანებში და სანდო მეგობრებში უნდა ეძებონ. თვის ლომებს ვურჩევთ, რომ პირველ ნახევარში გუნდური სპორტით, ცურვითა და ხანგრძლივი სეირნობით დაკავდნენ. მესამე კვირაში კი ტემპი უნდა შეანელოთ. ამ დროს მნიშვნელოვანია კარგად დაისვენოთ, საკმარისი ოდენობით იძინოთ და სტრესული სიტუაციები თავიდან აიცილოთ.
ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 17, 22, 27.
არახელსაყრელი დღეებია: 2, 6, 10, 15, 20, 24, 30.
ქალწული
ივნისში ქალწულების ყურადღება ტრადიციულად სამსახურისა და სოციალური სტატუსისკენაა მიპყრობილი. იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებით.
პირად ცხოვრებაში მკაცრი სატურნის გავლენით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ივნისმა შეიძლება მეუღლეებს და პარტნიორებს გრძნობების სიმტკიცისა და ზრახვების სერიოზულობის გამოცდა მოუწყოს.
თუ სიტუაციის გაგება გიჭირთ, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, რჩევა უახლოეს ადამიანებს უნდა სთხოვოთ. სხვა შემთხვევაში, ურთიერთობების გაწყვეტა ჯობს.
ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია – დარიცხვები რეგულარული იქნება, ბევრი ქალწულისთვის კი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება.
ზოგი ქალწული გავლენიანი მეგობრების წყალობით ახალი სამსახურის შოვნას ამ თემაზე აქტიური მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს. ასევე, ივნისში შესაძლებელია ძველი პარტნიორობა განახლდეს.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, გირჩევთ იმუნური სისტემის გაძლიერება განაგრძოთ, რადგან გაზაფხულზე ორგანიზმის თავდაცვა მნიშვნელოვნად დასუსტდა. სამწუხაროდ, უძილობა და ნერვიულობა შეიძლება რეგულარული მოვლენა გახდეს. ბუნებაში სეირნობა და ფიზიკური ვარჯიშები სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
ხელსაყრელი დღეებია: 1, 5, 9, 14, 18, 24, 28
არახელსაყრელი დღეებია: 3, 7, 12, 16, 22, 26.
სასწორი
რთული, მაგრამ საინტერესო თვე გელით. ივნისი საშუალებას მოგცემთ, რომ პრიორიტეტებს გადახედოთ, თამამი გეგმები შეადგინოთ და რაღაც განსაკუთრებული გააკეთოთ. გაბედეთ!
ჰაერის ნიშნის წარმომადგენელს ოჯახის ერთ-ერთ წევრთან დროებით განშორება ელის. სასწორ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები თანდათან იძაბება.
მარტოხელა სასწორმა 18 ივნისს შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბას. მგზავრობის დროს კი სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.
ივნისში ზოგმა სასწორმა შეიძლება მოულოდნელად მემკვიდრეობა მიიღოს ან რთულ ვითარებაში ჩავარდნილს დახმარების ხელი ძველმა მეგობარმა გაუწოდოს.
ივნისში შესაძლოა კოლეგებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა გააქტიურდეს. ჰოროსკოპი არ გამორიცხავს წარმატებულ და ძალიან ნაყოფიერ მოგზაურობას.
18 ივნისს ახალი, სასარგებლო კონტაქტების დამყარება გელით, განსაკუთრებით თუ გზაში ხართ.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს თვე ხელსაყრელია პროფილაქტიკური პროცედურებისა და გამოკვლევებისთვის.
ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 13, 17, 22, 27.
არახელსაყრელი დღეებია: 2, 6, 11, 15, 20, 25, 29.
მორიელი
წინ უაღრესად რთული პერიოდი გელით, ამიტომ საკუთარი სიმართლის მტკიცებას კონკრეტულ საქმეებსა და ურთიერთობებზე ფოკუსირება ჯობს. ივნისი ხელსაყრელი დროა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად – მარტოხელა მორიელებს ბევრი კარგი შესაძლებლობა ექნებათ.
ვიღაცას ხანმოკლე რომანი, ვიღაცას კი სერიოზული ურთიერთობა ელის, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება. გარდა ამისა, მორიელმა შეიძლება ყოფილ რჩეულთან ურთიერთობა აღადგინოს.
ფინანსური წარმატების იმედი ნუ გექნებათ – ივნისის გაუთვალისწინებელი ხარჯები საფულეს დაგიცარიელებთ. ეს განსაკუთრებით მშობლებს ეხებათ.
სავარაუდოდ, მორიელის პროფესიულ ასპარეზზე ახალი, გავლენიანი ადამიანები გამოჩნდებიან. მათთან თანამშრომლობა და საქმიანი კავშირი შეიძლება 2023 წლის მთავარი მოვლენა და დიდი მიღწევების საფუძველი გახდეს.
ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სასურველია ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა ჩაიტაროთ და ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა შეამოწმოთ. ნუ დაივიწყებთ ფიზიკურ აქტივობას.
ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 14, 18, 24, 29
არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 21, 27.
მშვილდოსანი
მშვილდოსანთა უმეტესობისთვის ივნისი პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში ცვლილებების ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ – ის აუცილებლად გამოგადგებათ.
თვის დასაწყისში შეიძლება ერთ-ერთ მშობელს ან ხანდაზმულ ნათესავს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. მშვილდოსანს მოუწევს არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფინანსურადაც დაეხმაროს.
ივნისში საყოფაცხოვრებო საკითხებზე შექმნილი უთანხმოების გამო ურთიერთობის პრობლემები შეიძლება მოსიყვარულე წყვილებსაც კი შეექმნათ. ზოგ მშვილდოსანს საყვარელ ადამიანთან დროებით, იძულებითი განშორება ელის.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობს, ეცადეთ ფული ნაჩქარევად, ემოციების გავლენით არ დახარჯოთ. თვის მეორე ნახევარში შემოსავლის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მთავარია მანამდე სესხებისა და კრედიტების აღებას მოერიდოთ.
ივნისის მესამე კვირას შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მომდევნო ექვსი თვის მოვლენებზე აისახება.
ივნისში მშვილდოსნის ბიოპოტენციალი ძალიან დაბალია. დროა, იმუნიტეტის ამაღლებაზე და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაიწყოთ.
ხელსაყრელი დღეებია: 3, 8, 13, 17, 21, 27.
არახელსაყრელი დღეებია: 1, 6, 11, 15, 19, 25, 29.
თხის რქა
თხის რქებო, ამ თვის დევიზია „შრომა, შრომა და შრომა“, თუმცა შედეგის მისაღწევად შრომისმოყვარეობის გარდა, თვითკონტროლი, თავშეკავება და ობიექტურობა დაგჭირდებათ.
ივნისში თხის რქა მშობლები შვილების პრობლემებსა თუ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან და სოლიდური თანხის დახარჯვა მოუწევთ.
ფულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, არასტაბილურ წყვილებს შორის მოსალოდნელია კონფლიქტი. ბანკირებს, ბუღალტრებს და ბროკერებს ივნისში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ეს თვე სარისკო ფინანსური ტრანზაქციებისთვის არახელსაყრელია. ივნისის ხარჯები ძირითადად, თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელი და ბავშვების, ოჯახის და საყვარელი ადამიანების საჭიროებებს უკავშირდება.
თვის ბოლო დღეები ხელსაყრელია პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისთვის. სავარაუდოდ, პარტნიორებისგან ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ.
ივნისის ჯანმრთელობის პრობლემები თავის ტკივილებს და უძილობას უკავშირდება. ყურადღებით უსმინეთ სხეულიდან მომავალ სიგნალებს. გახსოვდეთ, რომ პრობლემის თავიდან აცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ახლა ყველაზე მეტად დასვენება, სუფთა ჰაერი და გასეირნება გჭირდებათ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 15, 20, 25, 29.
არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 17, 22, 27.
მერწყული
მერწყულებო, ექსპერიმენტების დრო ჯერ არ დამდგარა, ამიტომ გირჩევთ ივნისში კარგად ნაცნობი სტრატეგიით იმოქმედოთ და გატკეპნილი ბილიკებით იაროთ. ეცადეთ თანდაყოლილი ოპტიმიზმი არ დაკარგოთ და უმიზეზოდ გარისკვას მოერიდეთ.
შეყვარებულებს რთული დრო დაუდგათ, რომელიც მათი გრძნობების სიმტკიცეს და გულწრფელობას გამოცდის. მშობლებთან და ხანდაზმულ ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შეყვარებულებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიმშვიდე და გონიერება შეინარჩუნოთ, თუნდაც საყვარელი ადამიანი აგრესიულად და უტაქტოდ იქცეოდეს.
ივნისი ფინანსურად არასტაბილური პერიოდია. ყოველ შემთხვევაში, „ქამრის მოჭერისთვის“ მზად უნდა იყოთ. გამორიცხული არ არის, რომ არაოფიციალური წყაროებიდან სოლიდური შემოსავალი მიიღოთ. გარდა ამისა, არსებობს მემკვიდრეობის მიღების შანსი.
მეწარმე და ხელმძღვანელი მერწყულებისთვის პირველ ადგილზე ფინანსური და ეკონომიკური საქმეები იქნება. რიგით თანამშრომლებს ვურჩევთ რამდენიმე დღე დაისვენონ. ივნისში მათთვის საოჯახო საქმეები და ოჯახური პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.
მერწყულებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ვურჩევთ გამოკვლევა ჩაიტარონ.
ხელსაყრელი დღეებია: 3, 8, 12, 17, 21, 26.
არახელსაყრელი დღეებია: 1, 6, 10, 15, 19, 23, 30.
თევზები
იუპიტერის მოძრაობა ცვლილებების მთელ წყებას გამოიწვევს. ასე რომ, ის, რაც გუშინ წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ, შეიძლება რეალობად იქცეს.
სავარაუდოდ, ახლო ნათესავებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მშობლები შვილებისთვის მეტი დროის გამოყოფას შეძლებენ. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თვის დასაწყისში ვენერა ფულის ფლანგვისა და უსარგებლო ნივთების შეძენისკენ გიბიძგებთ.
ამ თვის მთავარი პრობლემა საქმიან წრეებში შექმნილი გაუგებრობები და ინტრიგებია. ჰოროსკოპი გირჩევთ, ნებისმიერ სიტუაციაში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ. ეს განსაკუთრებით რიგით თანამშრომლებს ეხებათ.
მძღოლებმა და მოგზაურებმა ივნისის ბოლო ათი დღის მანძილზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
იზრუნეთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანმრთელობაზე. თუ ამ მხრივ პრობლემებს ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ, ცხიმიან და მარილიან საკვებს უნდა ერიდოთ.
ხელსაყრელი დღეებია: 2, 6, 11, 15, 20, 25, 30.
არახელსაყრელი დღეებია: 4, 8, 13, 17, 22, 27.