Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც – გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე
  • 🔵 “ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა “იარე ლიზა”- ნანა ჯანელიძე
  • მკვლელობა გორში – შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
  • 29 სექტემბერი- დღის ასტროლოგიური პროგნოზი
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Demo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
მთავარი»პოლიტიკა»“ნურასოდეს გექნებათ მცდელობა ბავშვებს წაართვათ ახალი წელი”- გოჩა მირცხულავა

“ნურასოდეს გექნებათ მცდელობა ბავშვებს წაართვათ ახალი წელი”- გოჩა მირცხულავა

23:09- 09/12/20220 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“7-8 აგვისტოს გარდა, ვინმეს გმირები გახსენდებათ, გადაცემებს უძღვნით, თაობებს ზრდით ჰეროიკით თუ ამაშიც ივანიშვილი და სააკაშვილი გიშლიდნენ და გიშლიან ხელს? იმ 17 ბიჭის გვარი რამდენმა იცის საქართველოში და თუ არ იციან, ეს მედიის ბრალია პირველ რიგში, ხვდებით?”,-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

“როდესაც სოხუმი იბომბებოდა, და თვით გალშიც კი 400-800 კაციან ქორწილებს იხდიდნენ, სხვა ქართველებმა ფანჯარა გაჭრეს აღმოსავლეთისკენ – დუბაიში. 2008 წლის აგვისტოში თბილისი იბომბებოდა, 11 აგვისტოს სულ აგერ, შინდისში სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და… და ის, რომ უფრო აგერ სანაპიროზე, ბელიაშვილზე და ლამის ყველგან, აქ – ამავე თბილისში, რესტორნები გადავსებული იყო…

დაღუპულთა ცხონებას და მშვიდობის სადღეგრძელოებს ყანწების ტრიალით ამბობდნენ გრუზინები.

ახლა უკრაინაშია ომი და ახალი წლის დედაც ჯეკო….

ამ სიტყვების რამდენი ავტორია იმ ამბების მომსწრე და მონაწილე?

განსაკუთრებით რომ პრადვინუტი პოლიტიკოსები, მედია და მედიის წარმომადგენლები აქტიურობენ, აბა მითხარით 7-8 აგვისტოს გარდა, ვინმეს გმირები გახსენდებათ, გადაცემებს უძღვნით, თაობებს ზრდით ჰეროიკით თუ ამაშიც ივანიშვილი და სააკაშვილი გიშლიდნენ და გიშლიან ხელს? იმ 17 ბიჭის გვარი რამდენმა იცის საქართველოში და თუ არ იციან, ეს მედიის ბრალია პირველ რიგში, ხვდებით?

სანაცვლოდ, ის გრუზინები რომ გყავდათ წლები და გყავთ კიდეც, ეკრანებზე წამოპლაკულები ეგაა უბედურება.

მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც სულაც არ არის შენი და იმ ბავშვისაა, ომი კი არა, ჯერ კარგი და ცუდი რომ არ იცის, შავი ლენტით მოურთავ – ეგ არ არის პოლიტიკა, მერწმუნეთ. რაც არის იმ სახელს აქ არ დავწერ.

არც ის არის საზოგადოებრივი აზრის წარმატებული ფორმირება და სამშობლოზე გულის ტკივილი, ვითომ სხვისი შვილებისთვის წინასწარ რომ დაითუთქავ გულს და ბავშვებისა თუ ბავშვის გარდაუვალ თუ მოსალოდნელ სიკვდილზე დაიწყებ საუბარს, იქ, სადაც,რომც იყოს, სიკვდილიც კი უნდა გაალამაზო.

ხალხი არაფერზე არ რეაგირებსო – ეს საახალწლო ზეიმი პროტესტია და ინდიკაციაა იმისი, რომ გაიგოთ ხალხს რა უნდა, რა სურს. ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის ბევრი სიტყვა და ნიუსი. ამ დროს აიჭრება და გადაირევა ერთ ცუდზე, ერთ სიმახინჯეზე. სულ სიმახინჯეს თუ მოუყვებით და დაანახებთ მრუდე სარკეში, რასაც ისინი თქვენზე უფრო რეალურად ხედავენ და გრძნობენ, ერთით მეტს ეტყვით თუ ერთით ნაკლებს ამაზე რეაგირება არ ექნებათ.

გენიალური ფილმია “ჯარისკაცის მამა”, გახსოვთ ახალი წლის სცენა? ჰო, ომშიც კი ახალი წელი სხვაგვარია. ომშიც კი ამ დროს ღირსეული მოწინააღმდეგეები სროლას წყვეტენ.

სარეცელს მიჯაჭვულ უგონო დედაჩემს ვეხვეწებოდი ახალი წლის წინა დღეებში – ახლა სიკვდილი არ შეიძლება დედა – ბავშვებს, მეზობლებს ნუ ჩავამწარებთ ახალ წელს მეთქი. იმანაც კი მომისმინა – გონწართმეულმა.

საქართველოში ასე იყო მუდამ, თუ მაინც ვინმე გარდაიცვლებოდა ახალი წლის დღეებში, ჭირისუფალი მოუხმობდა მეზობლებს და ეტყოდა – “ახალი წელია, სამ რიცხვში გადმოდით, მანამ არა” და სახლის კარებს დაკეტავდნენ, სიკვდილს ოთახში ამწყვდევდნენ.

ჰო და ასე, ჩვენს ბიჭებს იქ, უკრაინაში გამარჯვებები, ჩვენს ქვეყანას გამარჯვებები, ჩვენ კი გონიერება და მინიმალურად მაინც ერთმანეთის დანდობა დაგვბედებოდეს.

ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში მთავარი ნაძვის ხე არ აინთოს და ქართველს ახალი წლის შემობრძანება არ უხაროდეს.

არასოდეს შეაბათ ნაძვის ხეს შავი ლენტები და როცა ხალხი ზეიმობს, სიკვდილზე არ ისაუბროთ, მერე რა თუ თქვენ არ გეზეიმებათ.

ნურასოდეს გექნებათ მცდელობა ბავშვებს წაართვათ ახალი წელი – ნუ იქნებით გრინჩები.”-წერს სოციალურ ქსელში გოჩა მირცხულავა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე -ირაკლი ღარიბაშვილი

12:58- 28/09/2023

პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

16:50- 24/09/2023

რაც ხდება, ზუსტი კალკია იმის, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა

20:07- 22/09/2023
Demo
TOP სიახლეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

11:27- 22/09/202367 ნახვა

“მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან”-რომის პაპი

16:01- 24/09/202359 ნახვა

“ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

18:27- 07/09/202343 ნახვა

ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას – სალომე ზურაბიშვილი

10:13- 08/06/202331 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა

06:39- 21/09/202316 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 337 334

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

“მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან”-რომის პაპი

“ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

ჟურნალისტური გამოძიება

მეგრელთა საქმე – რატომ იჭერდა სტალინი ბერიას | დასასრული

“საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა”-კელი დეგნანი

“დაუწერელი კანონია, რომ დაღმასვლის გზაზე დამდგარი რეჟიმები ძალადობაზე გადადიან”- დავით უსუფაშვილი

© 2023 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.