Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც – გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე
  • 🔵 “ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა “იარე ლიზა”- ნანა ჯანელიძე
  • მკვლელობა გორში – შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
  • 29 სექტემბერი- დღის ასტროლოგიური პროგნოზი
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Demo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
მთავარი»საზოგადოება»რელიგია»ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება” – ლევან სალუქვაძე

ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება” – ლევან სალუქვაძე

08:17- 04/07/20232 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში… მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება… ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე საქართველო ისრაელის მატჩს.

მისი თქმით,  ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსია…

“ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში… მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება…

ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები…

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა… მერე ამ თამაშის გვჯეროდა… თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი… მაგრამ ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში…

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა… მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა… მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ…

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი… არ მაინტერესებს…

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ… როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ…

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო…

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? – ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი… პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით… 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით…

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი…

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება…

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად… თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, “შარდენზე” კაფეში დაჯდეს…

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას…

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ… დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან… კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ…

…და დიდი აფიშები – “სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება”. დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, –  წერს  ლევან სალუქვაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

🔵 “ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა “იარე ლიზა”- ნანა ჯანელიძე

07:47- 29/09/2023

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

05:48- 29/09/2023

29 სექტემბერი- დღის ასტროლოგიური პროგნოზი

05:41- 29/09/2023
Demo
TOP სიახლეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

11:27- 22/09/202367 ნახვა

“მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან”-რომის პაპი

16:01- 24/09/202359 ნახვა

“ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

18:27- 07/09/202343 ნახვა

ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას – სალომე ზურაბიშვილი

10:13- 08/06/202331 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა

06:39- 21/09/202316 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 337 334

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

“მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან”-რომის პაპი

“ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

ჟურნალისტური გამოძიება

მეგრელთა საქმე – რატომ იჭერდა სტალინი ბერიას | დასასრული

“საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა”-კელი დეგნანი

“დაუწერელი კანონია, რომ დაღმასვლის გზაზე დამდგარი რეჟიმები ძალადობაზე გადადიან”- დავით უსუფაშვილი

© 2023 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.