10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

30 ივლისი: დადასტურდა კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 561, ხოლო გარდაიცვალა — 25 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის, 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,93%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 7,09%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 6,59%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 416 338-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 381 246-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 243;
  • აჭარა — 413;
  • იმერეთი — 273;
  • ქვემო ქართლი — 149;
  • შიდა ქართლი — 102;
  • გურია — 71;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 142;
  • კახეთი — 175;
  • მცხეთა-მთიანეთი — 75;
  • სამცხე-ჯავახეთი — 43;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273, საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 076, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 226.

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 20 035.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X