20.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

Google და Facebook თანამშრომლებს ვაქცინაციას დაავალდებულებენ

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

პანდემიის დასაწყისში, ტექნოლოგიური გიგანტები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. ახლა კი, უმეტესობა კომპანიებისა იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაუბრუნდნენ ოფისებიდან მუშაობას უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ, დღეს Google-მა და Facebook-მა გამოაცხადეს, რომ ყველა თანამშრომელი, რომელსაც ოფისში დაბრუნება სურს ან ევალება, აცრილი უნდა იყოს. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა კი განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მართებულობაზე ფიქრობენ და ზუსტი პასუხი არ აქვთ.

თანამშრომლებთან გაგზავნილ იმეილში, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა, რომ ვინც Google-ის კამპუსებიდან მუშაობს მათთვის ვაქცინაცია აუცილებელი იქნება. ეს ახალი წესები ამერიკაში რამდენიმე კვირაში ამუშავდება, ხოლო მომდევნო თვეებში ევროპისა და სხვა კონტინენტების ოფისებზეც გავრცელდება. Google ითვალისწინებს ვაქცინების ხელმისაწვდომობის საკითხსაც და ისეთ ქვეყნებში, სადაც ამის პრობლემაა, თანამშრომლებს სრულ ვაქცინაციას არ მოსთხოვს. ასევე, Google-მა აღნიშნა, რომ გამონაკლისი იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც ვაქცინის გაკეთება სხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ შეუძლიათ. სუნდარ პიჩაის თქმით, კომპანია მოხალისეობრივ “იმუშავე სახლიდან” კამპანიასაც 18 ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს.

“ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ კამპუსების გახსნა ისევ შევძელით და მათთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა აღარ სურს, უსაფრთხო გარემოს ვქმნით, თუმცა ასევე გვესმის მათიც, ვის არეალშიც დელტა შტამი ვრცელდება და ოფისში დაბრუნება ჯერ კიდევ საშიშად მიაჩნიათ” — ამბობს პიჩაი

პიჩაის კომენტარის შემდეგ იგივე განცხადება Facebook-მაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამერიკელ თანამშრომლებს ვაქცინაციას დაავალდებულებს.

“ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე ჩვენს კამპუსში სამუშაოდ მოდის, ვაქცინირებული უნდა იყოს” — განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა, ლორი გოლერმა CNBC-სთან საუბარში

Apple-ის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სხვანაირია. ტიმ კუკს მკვეთრი გადაწყვეტილება არ მიუღია, ამის მაგივრად კომპანია იმაზე ფოკუსირდება, თუ როდის შეძლებენ ისინი კუპერტინოში დაბრუნებას. ტიმ კუკმა იმაზეც მიუთითა, რომ დაბრუნების თარიღი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო, მინიმუმ ოქტომბრამდე გადაიწია.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X