10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ავსტრალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ტურისტის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველი არის ჩართული.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X