19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია- კობახიძე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს.

მე გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობა გამორიცხულია, რადგან მან გუნდს და ქვეყანას უღალატა.

„არსებობს პრაქტიკა, რომ მტრები შერიგდებიან ხოლმე იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანონ. მტერთანაც შეიძლება, შეხვიდე გარიგებაში, მაგრამ ადამიანთან, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა გუნდს და ქვეყანას, როდესაც საქმე გაქვს მოღალატესთან, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდე. როცა ერთხელ ნაღალატები აქვს ადამიანს გუნდისთვის, ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X