17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის ფერდზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში  ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

შანაე ბრუკი წუხელ გაუჩინარდა. ის ბოლოს შეერთებულ შტატებში მეგობარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც მან 2 წინადადება გაიგო -“ხელი გამიშვი, მომშორდი”, შემდეგ კი, ქალთან კავშირი შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ავსტრალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელია და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X