Home მსოფლიო თურქეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

თურქეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

0
თურქეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი მეხანძრე.

თურქეთის სამხრეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.

ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. გარდაცვლილთაგან შვიდი ადამიანი მანავგათის დასახლებაში დაიღუპა, ერთი კი – მარმარისში.

საერთო ჯამში დაშავებულთა ოდენობა 500-ს აღემატება. მეხანძრეებმა 100-ზე მეტი კერა უკვე ჩააქრეს ან კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა რჩება კიდევ 6 მასშტაბური კერა.

სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი მეხანძრე. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here