Home მსოფლიო აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა ქვეყნის მოქალაქეების 70%-ს აქვს გაკეთებული

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა ქვეყნის მოქალაქეების 70%-ს აქვს გაკეთებული

0
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის  ერთი დოზა ქვეყნის  მოქალაქეების 70%-ს  აქვს გაკეთებული
სრულად ვაქცინირებულია აშშ-ის სრული მოსახლეობის 49,7 პროცენტი

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტს აქვს გაკეთებული, – შესაბამის ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სრულად ვაქცინირებულია აშშ-ის სრული მოსახლეობის 49,7 პროცენტი.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული თავდაპირველი გეგმით, ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტი ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით აცრილი 4 ივლისისთვის უნდა ყოფილიყო. 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში სულ გამოყენებულია ვაქცინის 346 მილიონზე მეტი დოზა.

 

აშშ-ში იმუნიზაციის პროცესი „ფაიზერის“, მოდერნასა“ და „ ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here