Home საზოგადოება მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა -სახალხო დამცველი

მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა -სახალხო დამცველი

0
მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა -სახალხო დამცველი
აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს წინასაარჩევნო პერიოდი ვაქცინაციაზე ინფორმაციის გავრცელებასა და წახალისებას დაუთმონ.

ლომჯარიას შეფასებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში.

“დღეს, როდესაც გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე, რა შეიძლება გავაკეთოთ?

ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს) შეუძლიათ მნიშნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში! თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!

პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.

პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის/პედაგოგების/სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა; ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში!” – წერს სახალხო დამცველ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here