19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

არავაქცინირებული ადამიანების დიდმა რაოდენობამ,შეიძლება ვირუსის უფრო ძლიერი ვარიანტი  გამოიწვიოს

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის  განცხადებით, შესაძლოა,  შემოდგომაზე აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.

„ინფექციის გადაცემის გაზრდისა და იმის გამო, რომ დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში ვაქცინაციას არ გადის, დაუცველი ადამიანების მნიშვნელოვანი ჯგუფი გვყავს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, ის შეშფოთებულია იმით, რომ არავაქცინირებული ადამიანების დიდმა რაოდენობამ ვირუსის უფრო ძლიერი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის.

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო.

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X