Home პოლიტიკა ევროკავშირის ანგარიში -საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს

ევროკავშირის ანგარიში -საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს

0
ევროკავშირის ანგარიში -საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს
საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომები მიიღო.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს 2020 წელს განხორციელებულ ქმედებებზე შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მესამე ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით საზღვრის მართვის ტექნიკურ რესურსებს ზრდის, მათ შორის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის (SAFE) ფარგლებში.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხზე კარგი თანამშრომლობა. კარგად დამკვიდრებული რეადმისიის მართვის სისტემა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა პანდემიის დროს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარი არალეგალურად 30-ჯერ გადაკვეთეს, რაც 10 -ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.

2020 წელს, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც არარეგულარულად იმყოფებოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, 13%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის რაოდენობა 53%-ით შემცირდა.

„საქართველო განაგრძობდა თანამშრომლობას ევროპოლთან და ევროიუსტთან და რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთობლივ საქმიანობას ეწეოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ შემდგომშიც მიაქციოს ყურადღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო განაცხადების საკითხს, ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, კორუფციის პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here