Home საზოგადოება შეიძლება ადამიანები სახლში დაიღუპონ -შეზღუდვების შემოღება აუცილებელია-კულუმბეგოვი

შეიძლება ადამიანები სახლში დაიღუპონ -შეზღუდვების შემოღება აუცილებელია-კულუმბეგოვი

0
შეიძლება ადამიანები სახლში დაიღუპონ -შეზღუდვების შემოღება აუცილებელია-კულუმბეგოვი
ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს.

მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ მოქალაქეებმა სამედიცინო სერვისები ვეღარ მიიღონ და ბინაზე დაიღუპონ.

“ვაქცინაციის პროცესი რადგანაც სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვენახევარს, თითქმის თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება.
რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე.

თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფის ზღვარზე ვართ.

ზღვარზეა ქვეყანა იმის, სამედიცინო სერვისი ვეღარ მიიღონ და სახლში დაიღუპონ ადამიანები.

შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა,” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის  3670 შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა, 2 626 პაციენტი  გამოჯანმრთელდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here