Home პოლიტიკა მელია ვერ შედგა ლიდერად,ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი სააკაშვილი – წულუკიანი

მელია ვერ შედგა ლიდერად,ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი სააკაშვილი – წულუკიანი

0
მელია ვერ შედგა ლიდერად,ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი  სააკაშვილი – წულუკიანი
ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი

დებდნენ ფსონს მელიაზე, მაგრამ მელია ვერ შედგა ლიდერად. შესაბამისად, ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ამომრჩევლებიც უკვეთავენ ხოლმე სააკაშვილს და იღებენ მელიას, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მის ამომრჩეველსაც ყავლგასულად ეჩვენება. ხშირად იმასაც ეუბნებიან, რომ თუ ჩამოდიხარ – ჩამოდი და ნუ დაგვღალეო.

„ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ მელია და სხვები ვერ შედგნენ ლიდერებად. იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი გამაგრებულია კიევში, ამ გაკოტრებული პოლიტიკოსის დონემდეც ვერ მიდის მათი ვერცერთი საქართველოში მყოფი ლიდერი. დებდნენ ფსონს მელიაზე, მაგრამ მელია ვერ შედგა ლიდერად. შესაბამისად, ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ამომრჩევლებიც უკვეთავენ ხოლმე სააკაშვილს და იღებენ მელიას. სააკაშვილის ჩამოსვლისთვის საქართველოში ათზე მეტი პენიტენციური დაწესებულება არსებობს. თუ ის ჩამოვა, რა თქმა უნდა, მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება“, – აცხადებს წულუკიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here