16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ხანძარმა 150-წლიანი ისტორიის ქალაქი გრინვილი 2 საათში გაანადგურა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ტყის ხანძარმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა 150-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქი გრინვილი.

 

ქალაქი გრინვილი 1850 წელს, კალიფორნიაში ოქროს მოპოვების ციებ-ცხელების დროს დაარსდა.

 

ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ტყის ხანძრებმა, სახელწოდებით “დიქსი”, ქალაქი ორ საათში გაანადგურა.

 

ქალაქს მძვინვარე ცეცხლი ორი მხრიდან უტევდა. მეხანძრეები დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ხანძრის გავრცელება აღეკვეთათ, რომელიც ქალაქის ცენტრისკენ მიიწევდა. ხუთშაბათს ღამით, 5 აგვისტოს, ცეცხლმა მოიცვა გრინვილის ხის შენობები, რომლებიც მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა. დაიწვა ისტორიული ბარი, სასტუმრო, ქალაქის ერთ -ერთი ბენზინგასამართი სადგური და ათეულობით საცხოვრებელი სახლი.

 

“წუხელ გრინვილი დავკარგეთ. სიტყვები არ მყოფნის ამ მწუხარების გამოსახატად”, – განაცხადა კონგრესმენმა დაგ ლამალფამ, რომელიც რეგიონს წარმოადგენს შტატების წარმომადგენელთა პალატაში.

 

2010 წლის აღწერის მონაცემებით, გრინვილში ცხოვრობდა 1,129 ადამიანი. დიქსის ხანძარი გავრცელდა 112.5 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X