19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

პოპვარსკვლავი რიანა მილიარდერი გახდა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

 გამოცემა Forbes-ის მიხედვით, მილიარდერთა სიას პოპვარსკვლავი რიანაც შეუერთდა.

რიანას ქონების ღირებულება $1,7 მილიარდს შეადგენს და ის მსოფლიოში უმდიდრესი მომღერალი ქალია, შოუბიზნესში სიმდიდრით კი ქალებს შორის მხოლოდ ოპრა უინფრის ჩამორჩება.

მიუხედავად იმისა, რომ რიანა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსია, მისი ქონების უდიდესი ნაწილი ($1,4 მილიარდი) მომღერლის კოსმეტიკური ბრენდის — Fenty Beauty-ის დამსახურებაა. რიანა კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია. დამატებით, $270 მილიონადაა შეფასებული რიანას თეთრეულის ბრენდი Savage x Fenty.

როგორც ჩანს, სილამაზის იმპერია რიანას დიდ დროს ართმევს — მომღერალმა ბოლო ალბომი 2016 წელს გამოუშვა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფანები საყვარელი მომღერლის ახალ ალბომს ჯერჯერობით უშედეგოდ ელიან.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X