16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

CNN-მა სამი არავაქცინირებული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

„სიენენმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა სამი თანამშრომელი, რომლებიც ოფისში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე გამოცხადდნენ.

როგორ საერთაშორისო მედია წერს, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი, როდესაც ამერიკული კომპანიიდან დასაქმებულს ვაქცინაციის წესების დარღვევისთვის ათავისუფლებენ.

აშშ-ში კომპანიებს უფლება აქვთ, თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.

შტატების ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ დამსაქმებლებს კანონით ეძლევათ უფლება, მოითხოვონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ყველა იმ თანამშრომლისგან, ვინც სამუშაოდ ოფისში დადის.

პრეზიდენტმა ბაიდენმა 2 მილიონ ფედერალურ თანამშრომელს უბრძანა, სამსახურში ვაქცინირების მტკიცებულება წარადგინონ და ნიღაბი ატარონ.

მრავალმა მსხვილმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ფეისბუქმა“ და „გუგლმა“ განაცხადეს, რომ თანამშრომლებს აცრას მოსთხოვენ, როდესაც მათი ოფისები სრულად გაიხსნება. ვაქცინაცია სავალდებულო გახადა კომპანია „დისნეიმ“.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X