Home პოლიტიკა აგვისტოს ომზე დასავლეთის რეაქცია იყო ნელი და სუსტი – ჯონ ჰერბსტი

აგვისტოს ომზე დასავლეთის რეაქცია იყო ნელი და სუსტი – ჯონ ჰერბსტი

0
აგვისტოს ომზე დასავლეთის რეაქცია იყო ნელი და სუსტი – ჯონ ჰერბსტი
2008 წლის მაგალითზე, რუსეთმა ისწავლა, რომ „ცუდი საქციელის“ გამო არ დაისჯება

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი, Atlantic Council-თან საუბრისას, აცხადებს, რომ 2008 წლის მაგალითზე, რუსეთმა ისწავლა, რომ „ცუდი საქციელის“ გამო არ დაისჯება.

„1945 წლიდან, ჰიტლერის დამარცხების შემდეგ, ევროპამ პირველად გამოსცადა ძლიერი აგრესია. რუსული ჯარი თავს დაესხა და დაამარცხა საქართველო ხანმოკლე ომის დროს, რომელიც მოსკოვმა და სამხრეთ ოსეთში მისმა მოკავშირეებმა გამოიწვიეს. დასავლეთის რეაქცია იყო ნელი და სუსტი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლას სარკოზიმ შეძლო, მიეღწია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის, რომელიც მოსკოვმა, ყოველგვარი შედეგის გარეშე, დიდწილად, დაარღვია. კრემლმა ისწავლა, რომ დასავლეთი ამჯობინებს, ყურადღება არ მიაქციოს რუსეთის ცუდ საქციელს ან უჯობს, ოდნავ შეამციროს ის. მოსკოვი დღეს ამ გაკვეთილს იყენებს საქართველოში, რეგულარულად გადააქვს სადემარკაციო ხაზი სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. 2008 წლის მაგალითს რუსეთი ყირიმსა და დონბასშიც იყენებს. თუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, გამოიჩინოს ახალი განზრახვა მოსკოვთან ურთიერთობისას, რასაც ის, როგორც კანდიდატი, ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, მან უნდა გამოაცხადოს საგანგებო სანქციები, რომელსაც აშშ გამოიყენებს შემდეგ ჯერზე, როდესაც მოსკოვი საქართველოში ამ შიდა სადემარკაციო ხაზს „შეასწორებს“, – აცხადებს ჯონ ჰერბსტი.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი: პუტინის მწვანე შუქი“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Atlantic Council-ი. მასალაში ავტორი, პიტერ დიკინსონი 2008 წლის ომზე, რუსეთის განგრძობად აგრესიაზე წერს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არასაკმარის რეაგირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here