19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

არავის გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – გახარია

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

არავის გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა, რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდევ უფრო სწრაფად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ქარელში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან მოსახლეობასთან იმ სამუშაო პრინციპებზე ისაუბრა, რომლითაც პარტია პარტიული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გააგრძელებს და საარჩევნო ბრძოლაში შევა.

„წარსულში არ ვიქექებით, ღირსებას არ ვივიწყებთ და არ ვლანძღავთ განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდით, ჩვენს მოქალაქეებს ტყუილს არ ვეუბნებით, ვარჩევთ კეთილსინდისიერ პროფესიონალებს რომლებიც უნდა იყვნენ მაჟორიტარებიც, სიაშიც და მერობის კანდიდატებიც – და ამას ყველაფერს ვაკეთებთ ერთად“, – განაცხადა გახარიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ მხოლოდ მომავალი არჩევნები არ აინტერესებს და გრძელვადიანი პროექტია.

„ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ერთი და ორი არჩევნებისთვის, ჩვენ ამას ვაკეთებთ გრძელვადიანად“, – აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისები ხაშურსა და ქარელში გახსნა და მხარდამჭერებს შეხვდა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X