19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

უკრაინა დასავლეთის ნაწილია და არა “რუსული სამყაროს აჯანყებული პროვინცია” – დმიტრო კულება

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, დასავლეთმა უკრაინა უნდა აღიაროს როგორც თავისი ცივილიზაციის ნაწილი, და არა როგორც “რუსული სამყაროს აჯანყებული პროვინცია”.

 

“მთავარი საკითხი, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს დასავლეთთან ურთიერთობებში, უპირველესად ნატო-სა და ევროკავშირთან, მარტივი და ამავდროულად რთულია. დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინა დასავლეთის ნაწილია, რომ ის არ არის “რუსული სამყაროს” აჯანყებული პროვინცია, ბუფერული ზონა, დასავლეთსა და რუსეთს შორის სივრცე”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია “უკრაინა 24”-ის ეთერში.

 

კულებას თქმით, როდესაც ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, მაშინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაზე მუშაობა ორივე მხარემ უნდა განახორციელოს.

 

“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მხოლოდ ჩვენ უნდა ვაკეთოთ რაღაც და მეორე მხარე უბრალოდ გველოდოს. ეს ორმხრივი სამუშაოა, ორივე მხარე უნდა იღვწოდეს შედეგისთვის”, – თქვა კულებამ

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X