19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება -ირაკლი ღარიბაშვილი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკოს თანამშრომლებს ვაქცინაციას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი და კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული. ჩვენ კანდიდატებს, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე.

„ვინაიდან ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მინდა ერთი მხრივ ჩვენს კანდიდატებს მივმართო თხოვნითა და რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა შეხვედრები ექნებათ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მათაც ატარონ პირბადე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X