Home სოციალური მედია დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის – მაია კაჭკაჭიშვილი

დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის – მაია კაჭკაჭიშვილი

0
დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის – მაია კაჭკაჭიშვილი
ძალიან რთულია შველას რომ ითხოვ და შველა არ არის, იმიტომ რომ რიგში მერამდენე ხარ კაცმა არ იცის

“ეხლა შემიძლია წერა. დღეს მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა ჩემთვის – წერს სოციალურ ქსელში კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი

როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, დღეს დედა ცუდად გაუხდა და სასწრაფოს თითქმის 5 საათი ელოდა, რადგან თავისუფალი მანქანა არ იყო.

კომპოზიტორი საზოგადოებას საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ეხლა შემიძლია წერა. დღეს მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა ჩემთვის.

დედაჩემს დაეწყო თირკმელის შეტევა, სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით ისე ხტოდა და სიცხესაც ვერაფერს ვშველიდი.

გაშავდა, გასივდა და კითხვებზე არასწორი პასუხები გამცა. მანდ უკვე დავინახე, რომ მორჩა ყველაფერი. ვუყურებდი, როგორ კვდებოდა.

სასწრაფოს ზუსტად 4 საათი და 25 წუთი ველოდე.

არ ვიცოდი, კოვიდი იყო თუ რას ქონდა ესეთი კრიზი.

ყველა ტიროდა ჩემს გარდა. მე უბრალოდ აზროვნების უნარი დავკარგე და ტირილი რა იყო არ ვიცოდი.

გამოვიყვანე მდგომარეობიდან, მაგრამ როგორ, ბუნდოვნად მახსოვს.

სასწრაფოს ვეხვეწებოდი, უგონოა და დამეხმარეთთქო და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო. ვერც გავბრაზდი. იმიტომ რომ იმ ხალხსაც ყავს შვილები და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ ექიმებს.

ანუ, დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის.

მძიმე რეალობაა. გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს, საკუთარ თავებს.

დაიცავით რეგულაციები ზედმეტად ზედმიწევნით. დამიჯერეთ, ძალიან რთულია შველას რომ ითხოვ და შველა არ არის, იმიტომ რომ რიგში მერამდენე ხარ კაცმა არ იცის…”, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here