20.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რა შანსები აქვს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ბესიკ ყველაშვილს

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

თბილისის მერობისთვის ბიზნესმენი ბესიკ ყველაშვილი იბრძოლებს.
მისი კანდიდატურის წარდგენას საინიციატივო ჯგუფი გეგმავს. მას კანდიდატად საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნისა და კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებისთანავე წარადგენენ.
50 წლის ბესიკ ყველაშვილი ბიზნესკომპანიების გარდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია. მათ შორის „საქართველოს მეტყევეთა კავშირის“ აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვით თემებსა და გარემოს გამწვანებაზე. ორგანიზაციამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ბესიკ ყველაშვილს როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის და მართვის დიდი გამოცდილება აქვს. იყო რეინჯერი, ორბეთის სატყეო მეურნეობის უფროსი, ორბეთის ტერიტორიული ორგანოს გამგებელი, თეთრიწყაროს საკრებულოს დეპუტატი.
ბესიკ ყველაშვილი „საქართველოს მეტყევეთა კავშირის“ გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების „კანონი და სამართლიანობის“ და „ექსპორტიორთა ასოციაციის“დამფუძნებელია.
ასევე არის შპს „ინვესტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X