17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ლინჩის წესი, გამოქვაბული და „თალიბანი“ აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე – ხათუნა კეთილაძე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ყველა ის შემზარავი ზარი, სადაც ადამიანები გადარჩენას ითხოვენ.
ემოცია გახრჩობს, როცა ისმენ, რომ:
ცოლს, რომელსაც ქმარმა სახეში მუშტი მანამ ურტყა, სანამ ხელი არ დაეღალა და შემდეგ ძირს დაგდებულს დააფურთხა და უღრიალა – წადი, მოწესრიგდი გულს მირევო!
როცა ისმენ, რომ „მორწმუნე“ მამა როგორ აიძულებდა ცოლს სამ ბავშვთან ერთად მარცვალ-მოპნეულ ოთახში დაჩოქილებს, გალობით ევლოთ , სანამ მუხლები არ დაუსისხლიანდებოდათ, რომ სცოდნოდათ, ვინ არის ოჯახში უფროსი და „ღვთის მადლი“ ასე მოეპოვებინათ.
როცა ისმენ, რომ „ცნობილი“ ბიზნესმენი , როცა სუფრაზე ყველა სადღეგრძელოს მოივლიდა მანდილოსნის სადღეგრძელოზე ჩერდებოდა, ცოლს იხმობდა, ოთახის შუაგულში დასვამდა და თმას ხოტრავდა. თან ამას აკეთებდა ნელა, დიდი სიამოვნებით. მთელი საძმაკაცო კი უბრალოდ თვალს არიდებდა ამ სანახაობას და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.
როცა ისმენ რომ აუტისტ ბავშვს დედა, როცა „ვეღარ ითმენს“, ხორცს აგლეჯს და ბავშვის დაზიანებული სხეული რომ დამალოს, დღე და ღამ შეფუთული დაჰყავს .
როცა იგებ, რომ ვიღაც სასტუმროს მეპატრონე არსარულწლოვან გოგოს პირზეხელაფარებულს ოთახში ამწყვდევს და „ეფათურება“
როცა…
და ამ დროს რა უნდა უპასუხო?
იარაღი მივაწოდო და ვუთხრა – მიდი, მოკალი …ღირსია-მეთქი?!
მერე კი მხარდაჭერა გამოვუცხადო- მეც მასე მოვიქცეოდი-მეთქი?!
სულ ოდნავ, რომ გავყვეთ სტატისტიკას, საქართველოში ყოველი მეშვიდე ადამიანი უნდა გამოვასალმოთ სიცოცხლეს.
თან იმიტომ ,რომ ღირსია!
რეგალიებს რა მნიშვნელობა აქვს- დეპუტატია ,ოქროს მედალოსანი“ თუ შავრაზმელი?!
ჩვენ, როცა ასეთ ჯოჯოხეთს გავდივართ, იცით რას ვაკეთებთ ?
პატრულში ვრეკავთ და სამართლის აღსრულებისთვის ვიბრძვით.
საშინლად დამთრგუნველია ხშირად ეს ბრძოლა, მაგრამ მაინც, ჩვენი მთავარი იარაღი კანონია და ამ კანონის დაცვას მოვითხოვთ!
თქვენ კი, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ამართლებთ ძალადობას, ცემას თუ მკვლელობას, სწორედ მოძალადეების წამხალისებლები ხდებით ავტომატურად და ნუ გგონიათ ,რომ ეს ძალადობა ერთ დღეს თქვენ არ მოგიკაკუნებთ.
საზეპიროდ უნდა გვქონდეს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნაირად აგებს პასუხს… განურჩევლად!
და ყველა, ვინც ძალადობას უთანაგრძნობს თუ ახალისებს…ამ ძალადობის თანამონაწილეა!
ამიტომ, კარგად დაფიქრდით რა გინდათ?
ან როგორ საზოგადოებაში გინდათ ცხოვრება ?
ლინჩის წესი, გამოქვაბული და „თალიბანი“ კი აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X