10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ანჯელინა ჯოლიმ ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

46 წლის ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი ანჯელინა ჯოლი უკვე ორ ათწლეულზე მეტია ჰუმანიტარული საქმიანობითაა დაინტერესებული, მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული და გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი.

ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ასევე ადამიანების უფლებების დაცვითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ პუბლიკა მალე 54 წლის ჰუმანიტარისა და Amnesty International-ის კოლაბორაციას იხილავს, ეს არის წიგნი სახელწოდებით Know Your Rights (And Claim Them), რომლის შექმნის მიზანიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების დახმარებით არასრულწლოვანთა ინფორმირებაა.

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი ვარსკვლავი, რომელსაც სოციალური ქსელი არასდროს ჰქონდა, რამდენიმე საათის წინ ინსტაგრამს შემოუერთდა და რამდენიმე წუთში სხვა ვარსკვლავების არსებული რეკორდი გააუმჯობესა.

46 წლის მსახიობი სოციალური ქსელის გამოყენებას ავღანეთში შექმნილი უმძიმესი სიტუაციისთვის აპირებს, რათა ავღანელი ქალების ისტორიების წაკითხვის საშუალებას ყველას ჰქონდეს.

მისი პირველი პოსტი სწორედ ავღანელი გოგონას წერილს ეხება, სადაც ის „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

ამჟამინდელი მონაცემებით ანჯელინა ჯოლის სოციალურ ქსელში უკვე 4.5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X