10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე დარეგისტრირდა, რათა ავღანეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ წეროს

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ამერიკელი მსახიობი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე დარეგისტრირდა, რათა ავღანეთში შექმნილი სიტუაციის პირობებში ავღანელების ისტორიების შესახებ წეროს.

„ჩვენ თვალწინ ავღანელი ხალხი სოციალურ ქსელებში თავისუფლად ურთიერთობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობას კარგავს. ამიტომ დავრეგისტრირდი Instagram-ზე, რათა გიამბოთ მათი ისტორიები, ვინც ადამიანის ძირითადი უფლებებისთვის იბრძვის“, – წერს ანჯელინა ჯოლი.

პირველ პოსტში მან მოიყვანა ავღანელი მოზარდი გოგოს წერილი, რომელშიც „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების ცხოვრებაში დაწყებული ცვლილებებია აღწერილი. მოზარდის თქმით, ადრე ქალებს მუშაობა, სწავლა და საკუთარი უფლებების ღიად დაცვა შეეძლოთ, ახლა კი საზოგადოებაში შეიმჩნევა შიში, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ „თალიბანი“ შეიცვალა“.

ანჯელინა ჯოლის Instagram-ზე ამ დროისთვის 4.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X