16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ჟანგბადზეა დამოკიდებული.

„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ 60 პაციენტია მოთავსებული, არიან როგორც ქალები, ასევე კაცები. პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ძირითადად, „დელტას“ შტამია გავრცელებული. პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოიყვანეს. თუ პაციენტების შემოყვანის საჭიროება კვლავ იქნება, მივიღებთ“,- განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X