16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება, მაშინ როდესაც, შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი ქვეყნის დასატოვებლად, – ამის შესახებ სააგენტო BBC იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტი იკეტება იმისთვის, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზეა.

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ. ამის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური განშტოება ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ახლა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X