Home საზოგადოება შრომის ინსპექციის სამსახურმა “სანსეტ ბათუმი” დალუქა

შრომის ინსპექციის სამსახურმა “სანსეტ ბათუმი” დალუქა

0
შრომის ინსპექციის სამსახურმა “სანსეტ ბათუმი” დალუქა
ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა

„სანსეტ ბათუმი“ დაილუქა, – ინფორმაციას შრომის ისპექცია ავრცელებს.

ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია.

ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა. შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here