17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

“წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს”- არქიმანდრიტი იო­ა­ნე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ეპარ­ქი­ის, რო­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (ხე­ლა­ია) სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“რო­გო­რი ქა­ო­სი, პა­ნი­კა და შიში სუ­ფევს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას შეგ­ვე­ხო პირ­და­პირ, თუ ირი­ბად, ყვე­ლა შეგ­ვა­ში­ნა და და­ზაფ­რუ­ლე­ბი ვართ. ამ ბოლო მოვ­ლე­ნებ­მა და­მა­ნა­ხა, რომ ყვე­ლა ვირუს­ზე, ყვე­ლა სნე­უ­ლე­ბა­ზე სა­ში­ში ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი. არა შე­წყა­ლე­ბა, არა თა­ნაგ­რძნო­ბა და რაც უმ­თავ­რე­სია – არა სიყ­ვა­რუ­ლი.

წამ­ლის სი­თხე­ში ვე­ძებთ ჩა­სახ­ლე­ბულ ეშ­მაკს, არა­და ის ჩვენ­შია, ჩვენს ქმე­დე­ბებ­ში.

სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი არ არის, სა­დაც მო­წყა­ლე­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა არ არის, იქ მხო­ლოდ ბო­რო­ტია. არც წამ­ლის დე­ფი­ცი­ტი დაგვღუ­პავს და არც წყლის, არც ნავ­თო­ბის, არც ხორ­ბლის, არა­მედ დე­ფი­ცი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი­სა. რა­საც მთე­ლი სამ­ყა­რო გა­ნიც­დის დღეს..

არა­ნა­ი­რი ვირუ­სი ისე არ დაგ­ვა­ზი­ა­ნებს რო­გორც გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტი, აი, ეს არის ყვე­ლა­ზე დამ­ღუპ­ვე­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს!

ღმერ­თმა გვიშ­ვე­ლოს ყვე­ლას. ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი!”- წერს არქიმანდრიტი

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X