19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

“წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით”- მამუკა მაჩაიძე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მამუკა მაჩაიძე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არსებულ  ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას, “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე აფა­სებს.

” – ჯა­მუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი (გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი + აქ­ტი­უ­რი + ახა­ლი) აჭარ­ბებს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს; დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს რი­ცხვი უფრო მა­ღა­ლია მათ ხარ­ჯზე, ვინც არ ჩა­ი­ტა­რა ტეს­ტი­რე­ბა და/ან უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნა

– ამ ეტაპ­ზე მი­ნი­მუმ ერთი დო­ზით აც­რი­ლი – თით­ქმის 1 მი­ლი­ო­ნი – ამ ორ რი­ცხვს ვერ და­ვა­ჯა­მებთ, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ფარ­ვაა – ანუ ბევ­რი გა­და­ტა­ნი­ლი აიც­რა და პი­რი­ქით – ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც კი (1,5 მი­ლი­ო­ნი ნა­წი­ლობ­რივ იმუ­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი) იდე­ა­ლუ­რი შტორ­მია შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამ იმუ­ნი­ტეტს და­უსხლტა, უფრო ად­ვი­ლად გა­და­ე­ცე­მა და მე­ტად მრავ­ლდე­ბა, გავ­რცელ­დეს დარ­ჩე­ნილ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში.

– გუ­შინ 74 გარ­დაც­ვლი­ლი და­ფიქ­სირ­და შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ფონ­ზე, თუ CFR-მაც გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­აგ­რძე­ლა – ეს უდა­ვოდ მი­უ­თი­თებს სის­ტე­მის/მედ­პერ­სო­ნა­ლის გა­დატ­ვირ­თვა­ზე და ეს ტენ­დენ­ცია თუ გაგ­რძელ­და, უკვე სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვისს ვერ მი­ი­ღე­ბენ არა მარ­ტო კო­ვი­დი­ა­ნე­ბი, არა­მედ სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი

– ამ ფონ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, რო­მელ შტამს ვებ­რძვით; თუ ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ 100-მდე რან­დო­მუ­ლი ნი­მუ­შის სეკ­ვე­ნი­რე­ბა მა­ინც მოხ­დეს, რომ ვი­ცო­დეთ, დელ­ტა, დელ­ტა პლუ­სი ან თუნ­დაც რამე ახა­ლი შტა­მი ხომ არ ცირ­კუ­ლი­რებს ჩვენ­თან

– დელ­ტა უკა­ნას­კნე­ლი შტა­მი, სამ­წუ­ხა­როდ, არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი (ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი) არის საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და ვირუსს მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვის მუ­ტა­ცია არ მოს­ვლია (ანუ მის წი­ნა­პარ MERS-ს არ დამ­სგავ­სე­ბუ­ლა), ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის მიღ­წე­ვა უნდა მოხ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ფექ­ცი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის კომ­ბი­ნა­ცი­ის ფონ­ზე, მარ­ტო ერთს ან მე­ო­რეს ამის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ აქვს;

პან­დე­მი­ის ეფექ­ტუ­რი დას­რუ­ლე­ბის შან­სი არ­ცერთ არ­სე­ბულ პრე­პა­რატ­საც არ აქვს და, მე­ეჭ­ვე­ბა, ეს წა­მალ­მა გა­და­წყი­ტოს რო­დეს­მე – რად­გა­ნაც მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ანუ მთავ­რო­ბა, ინერ­ტუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სი­კე­თის და ასე­ვე რის­კე­ბის ახ­სნა­ში, ამ ნი­შას სხვე­ბი, მათ შო­რის ჩემი კო­ლე­გე­ბი ავ­სე­ბენ, ამი­ტომ აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნე­ე­ბი ისი­ნი ხდე­ბი­ან, რაც ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა!”,- წერს მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 514 744-ს. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 6 771 პირი ემსხვერ­პლა.

22 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 962 165 აცრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

სულ მცი­რე 1 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 675 978 ადა­მი­ა­ნი – მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 23.7%.

სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 286 187 ადა­მი­ა­ნი – მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 10.0%

21 აგ­ვის­ტოს აიც­რა 23 303 ადა­მი­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 2021 წლის 15 მარტს და­ი­წყო. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში აცრა მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნე­ბით: „ფა­ი­ზე­რი”, “ას­ტრა­ზე­ნე­კა”, “სი­ნო­ფარ­მი”, “სი­ნო­ვა­კი”.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X