16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული – თემურ მიქელაძე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

„ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანებზე არ კეთდება, ექსპერიმენტული ვაქცინა კეთდება ცხოველებზე -აცხადებს  პედიატრი თემურ მიქელაძე.

„მსოფლიო პრაქტიკა ასეთია, რომ 95 %-ზე მეტი აცრილი ადამიანი არც ჰოსპიტალში ხვდება და არც ლეტალობის შემთხვევები არ არის. ეს არის რეალობა, რამდენიც უნდა ვისაუბროთ ჩვენ ​ვაქცინა არის ავტორიზებული, პრეკვალიფიცირებული თუ ა.შ. მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული.“

თემურ მიქელაძის თქმით, ექსპერიმენტული ვაქცინები მხოლოდ ცხოველებზე კეთდება:

„ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანებზე არ კეთდება. ექსპერიმენტული ვაქცინა კეთდება ცხოველებზე. ​ჩვენ გვაქვს მსოფლიოს მკაცრი მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული ვაქცინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკის FDA საკმაოდ მკაცრი მარეგულირებლებია.“

„ბავშვებს რაც შეეხება, ​კონკრეტულად ერთი ადამიანი არ ინფიცირდება. ირგვლივ ინფიცირებული უნდა იყოს ან მომვლელი, ან უნდა იყოს ინფიცირებულ სხვა ბავშვთან კონტაქტი. ამით ვახდენთ დიფერენცირებას, ბავშვს რა ტიპის ვირუსი აქვს. ახლა გავრცელებულია სეზონური ინფექციებიც, რომლებიც აბსოლუტურად მსგავსია კორონავირუსული ინფექციების. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, რინოვირუსული იქნება თუ ადენოვირუსული ინფექციები, საკმაოდ ძნელი სადიფერენციოა. ჩემთან მოსული პაციენტების 15-20 %-ს კორონავირუსული ინფექცია აქვს,“ – აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

 

 

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X