10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

სქემმონაზონი დედა მართა, კორონა ვირუსით გარდაიცვალა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

“ის ალბათ არასდროს იფიქრებდა მონაზვნობაზე…
ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელმაც გამოუცხადა, რომ მონასტერში უნდა წასულიყო…
ჰოდა, ძალიან პატარა ასაკში დაადგა მამა ელია ბერობის ურთულეს აღმართს…
როგორ შეელეოდა მარტოშვილის გაშვებას დედა, ბევრიც არ უფიქრია და ისიც მონასტრის კარებს მიადგა…
ალბათ, ღმერთზე მეტად შვილის სიყვარულით აღიკვეცა მონაზვნად… ასე ხომ შვილთან უფრო ახლოს იქნებოდა…
რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა…
მამა ელიას ცხვირსახოცი სთხოვა, დამიტოვეო…
შეიძლება ამოუხსნელიც იყოს, რას ნიშნავს შვილისთვის დედა რომ დედაოც ხდება… რათ გინდა დედაო ჭუჭყიანი ცხვირსახოციო, უკითხავს მამა ელიას… მომენატრები და შენს სურნელს გულში ჩავიკრავო…
ახლა, ნახევარი საათის წინ დედა მართა გარდაიცვალა, მამა ელია მიუახლოვდა დედის ჯერ კიდევ თბილ სხეულს და მას ხელში შვილის ცხვირსახოცი ეჭირა…”

მამა პეტრე

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X