19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

76 გარდაცვლილი, 1 915 ინფიცირებული – კორონავირუსის დღის სტატისტიკა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 78 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915  ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  545 033-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.04%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.
ბოლო 24 საათში   კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა – 247, იმერეთი – 180, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 140, გურია – 72, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 171, კახეთი – 174, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 284, აჭარაში – 1 012, იმერეთში – 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 713, აჭარაში – 171, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი,  მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 – თბილისში, 1 026 – აჭარაში.  38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 2.
სულ   6 ოქტომბრიდან – 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 109 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 25 398, პირი, აჭარაში – 6 221, იმერეთში – 3 998.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X