16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

„ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას – გახარია

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ თავისი უსუსურობით ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა ამ ორი ძალის მარტო დატოვება, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატებისა და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს დაავიწყდათ ის ფასეულობები, რომლის ირგვლივაც თავის დროზე ეს პარტია გაერთიანდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისეთი ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

„სამი თვის წინ, ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოვიარეთ. დღეს, სამი თვის შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, მზარდი რეიტინგით. რატომ? – იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე არის ბრძენი, სამართლიანი და ხშირ შემთხვევაში, ხელისუფალზე უფრო გონიერი. დღეს აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო ღირსეული, სამართლიანი და გონიერი ხელისუფალი სჭირდებათ.

ბევრი ჩვენგანი წლების წინ გავერთიანდით „ქართული ოცნების“ ირგვლივ და ეს არ იყო ორგანიზაცია „ქართული ოცნება.“ ეს იყო ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ეს იყო ოცნება უკეთეს, წარმატებულ საქართველოზე, ეს იყო ოცნება სამართლიან, კეთილსინდისიერ გარემოზე. სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს დაავიწყდათ ეს იდეალები და ფასეულობები. ეს ხალხი დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი, სულ უფრო და უფრო ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში. ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ თავისი უსუსურობით ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა ამ ორი ძალის მარტო დატოვება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X