16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ირაკლი ღარიბაშვილი – 2 ოქტომბერს კახი კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

გახარიასთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე ჩემი შეფასება და ვთქვი ძალიან ღიად და გულწრფელად ის, რასაც ვფიქრობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს კახი კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის. ეს არის ჩემი სათქმელი“, – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვას, გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი თანხაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე კომენტარები უკვე გაკეთდა.

„მე წამოსული ვარ, კამპანიაში ვარ ჩართული, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამის თაობაზე თქვენ მოისმინეთ, განცხადებები გააკეთა კახიმაც, პარტიის ხელმძღვანელობამ და მგონი, მოსახლეობას კითხვა აღარ დარჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X