16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ქარიშხალ „იდას“ შედეგად აშშ-ში 23 ადამიანი დაიღუპა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ქარიშხალ „იდას“ შედეგად აშშ-ში სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქარიშხლის შემდეგ აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს წყალდიდობა და ტორნადოები დაატყდა თავს.

განსაკუთრებით დაზარალდა ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის, მერილენდის და პენსილავანიის შტატები. ადგილზე გრძელდება სამაშველო ოპერაციები.

ნიუ იორკის შტატში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა. მათი ნაწილი დატბორილი სახლების სარდაფებში დაიხრჩო. ერთი ადამიანი საკუთარ მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, კიდევ ერთი მოქალაქე კი სახლზე ხის დაცემის შედეგად დაიღუპა. ამ ინფორმაციას ოფიციალური პირები ადასტურებენ. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.ქალაქ ნიუ იორკში მეტრო დაიტბორა, რის გამოც მეტროპოლიტენი არ მუშაობდა.

ნიუ ჯერსის შტატში გარდაცვლილია ექვსი მოქალაქე. განადგურებულია სულ მცირე 25 საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლოებას, სახლში დარჩნენ და გზებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ფილადელფიის შტატში ქარიშხალ „იდას“ ტორნადოები მოჰყვა. ქალაქ პენსილავანიაში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. გზების დიდი ნაწილი კვლავ ჩახერგილია.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X