19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი-გიორგი გახარია კალაძესთან შეხვედრაზე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

კალაძესთან დღისით, მზისით მივედი ერთადერთი მიზნით, რათა გამეფრთხილებინა, რომ მისი კონკურენტი ვხდებოდი, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური ამბები” განაცხადა.

როგორც გახარიამ განაცხადა, მოქმედ მერთან შეხვედრა იმ წლების თანამშრომლობის პატივისცემაა, რაც მათ აკავშირებდათ.

“მე დღისით, მზისით, დილით, დაახლოებით 11 სთ-ზე მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის არჩევნებში ბრძოლის პროცესზე. ეს იყო და ეს, ამის იქით არაფერი არ ყოფილა. ანგარიშვალდებულებას რაც შეეხება, თვლით, რომ ეს ანგარიშვალდებულებაა? ჩემთვის, უბრალოდ, ეს იყო პატივისცემა იმ წლები თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავაშირდებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. ეს მხოლოდ ფასეულობების თემაა. ზოგიერთს ეს არ ესმის.

მე არ მინახავს, უბრალოდ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ძაან დამწყდა გული, თუ ეს სიმართლეა, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდა, რა უნდოდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X