19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ – ირაკლი ღარიბაშვილი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირათ და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიას განცხადებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„აი ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ. შეხედეთ მის ხელწერას და ასევე, „ნაცმოძრაობის“, მათი ლიდერების, „მთავარი არხის“ და “ტვ პირველის“ კამპანიას. ძალიან მარტივად ჩანს, რომ გახარია მათი ბუნებრივი მოკავშირეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა, პარტიის დამფუძნებელმა ყველაფერი გააკეთეს გიორგი გახარიასთვის. „როცა კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან და დაგნიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა გამოგიცხადეს, ჩაგაცვესდაგახურეს, რომ იტყვიან. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო და ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულების, შეცდომების თუ გადაცდომების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X