19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რიგგარეშე არჩევნები დადგება დღის წესრიგში! – გიორგი გახარია

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და ზუგდიდის პარტიული სია წარადგინა.

გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც.

„რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება! როგორც არ უნდა იძახონ ზოგიერთებმა მანტრასავით – ,,არ იქნება, არ იქნება“ – ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება.

საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რამდენად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად არა აქვს საკმარისი რესურსი მართოს ქვეყანა ღირსეულად და რამდენად არ ყოფნის რესურსი იმისთვის, რომ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას – ეკონომიკური იქნება ეს, პანდემიერი იქნება, თუ კიდევ სხვა ბევრი გამოწვევა. ამიტომ როდესაც შენ არ შეგწევს ძალა, ნორმალურად მართო ქვეყანა, ლოგიკურია, რომ რიგგარეშე არჩევნები დადგება დღის წესრიგში!“ – განაცხადა გახარიამ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X