20.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა.

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის  მაია ჩხაიძის  განცხადებით,  ამჟამად ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში  25 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძნობს მკურნალობას.

„სამი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ერთი პაციენტი, რომელიც ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს ბათუმის კლინიკიდან უკვე ინტუბირებული იყო, გამოხატული იყო ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რესპირატორული დისტრესი, ერთი კვირის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით კრიტიკულად მძიმედ რჩებოდა და გუშინ დაფიქსირდა სიკვდილი.

სხვა ორი პაციენტი, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ქუთაისიდან გადმოიყვანეს, 15 წლის ბავშვი, ცერებრალური დამბლით და ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენით, რესპირატორული დისტრეს სინდრომით და ფილტვების ანთებით, გუშინ მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ამჟამად ჟანგბადდამოკიდებულია, მისი მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. კიდევ ერთი ჩვილი რჩება მართვით სუნთქვაზე, ისიც თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს თანმდევი დაავადებები, ახალშობილთა სეფსისით შემოვიდა, გულის თანდაყოლილი მანკით, დაუნის სინდრომით, რესპირატორული დისტრესი და მისი მდგომარეობა მძიმედ რჩება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად ციციშვილის კლინიკაში 85 ბავშვი და 67 მშობელია მოთავსებული.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X