19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. „ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 ათას ლარს შეადგენს.

ლატარია, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები.

ყოველდღიურად, 100-დან 500 ლარამდე გათამაშდება, ყოველკვირეულად – 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. წლის ბოლოს, იქნება შემაჯამებელი გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 ლარი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X