20.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერნედუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, მაგრამ ქართველი ხალხი, ევროპა არ გამოსულან ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს, დიახაც, რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, სიღატაკის, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს. საქართველოში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ ოცნების წინააღმდეგ.

ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად. ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა იზამს, ოღონდ ამჯერად, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და ასევე არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე. ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყანარად შევხვდეთ, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება, სიამაყე, გვინდა ადამიანური ცხოვრება. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებაT ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X