Home პოლიტიკა გიორგი გახარია- „პირველი ტყუილი იყო, რომ გახარიამ ნამახვანი და ქართული მიწა გაყიდა

გიორგი გახარია- „პირველი ტყუილი იყო, რომ გახარიამ ნამახვანი და ქართული მიწა გაყიდა

0
გიორგი გახარია-  „პირველი ტყუილი იყო, რომ გახარიამ ნამახვანი და ქართული მიწა გაყიდა
"მიზეზი არის ძალიან მარტივი – თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ  პალიტრანიუსის ეთერში  ბოლო თვეების განმავლობაში მის წინააღმდეგ გავრცელებული ფეიქნიუსები და ბრალდებები ჩამოთვალა.

„ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველი ტყუილი იყო, რომ გახარიამ ნამახვანი და ქართული მიწა გაყიდა, მეორე იყო რომ გახარია კეზერაშვილს შეეკრა, მესამე იყო რომ გახარია სააკაშვილს შეხვდა, მეოთხე იყო რომ გახარია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა ქვეყანაში, მეხუთე იყო ახლა ეს ნარკოტიკი. ნუ, მეექვსესაც და მეშვიდესაც რაღაცას მოიფიქრებენ – მეც იძულებული ვიქნები ამას ყველაფერს ვუპასუხო, ოღონდ ვუპასუხო წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე. ბოლო 4 თვის განმავლობაში აი რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი დამაბრალეს.“ – განაცხდა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე კიდევ იქნება თუ არა ასეთ ბრალდებები, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ დარწმუნებულია, რადგან  მათი ფანტაზია შორს მიდის, თუმცა ის და მისი გუნდი ნებისმიერ პროვოკაციას ღირსეულ პასუხს გასცემენ.
„ზოგიერთის ფანტაზიას შეზღუდვები და საზღვრები, როგორც ჩანს, არა აქვს. რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ჩვენ ღირსეულ პასუხს გავცემთ ნებისმიერ მსგავს პროვოკაციას.“ – განაცხადა გახარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here