Home პოლიტიკა მიხარია, რომ გახარიამ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით, წნეხი თუ ზეწოლა – ვაშაძე

მიხარია, რომ გახარიამ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით, წნეხი თუ ზეწოლა – ვაშაძე

0
მიხარია, რომ გახარიამ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით, წნეხი თუ ზეწოლა – ვაშაძე
"შევიკავოთ თავი ძალადობისგან და მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები"

მე და გახარიას შორის ძალიან ფუნდამენტური განსხვავებაა. ძალიან გამიკვირდება, რომ ტრადიციულმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ამ ადამიანს მხარი დაუჭიროს. ის თანაავტორია 20 ივნისის და ბევრი იმ პრობლემის, რაც ამ ქვეყანაშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და პლატფორმა „მესამე ძალის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით,  მთავრობის ყოფილმა მეთაურმა იგრძნო ის წნეხი და ზეწოლა, რასაც,  ოპოზიცია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გრძნობდა.

„ჩვენ შორის ძალიან ფუნდამენტური განსხვავებაა. ძალიან გამიკვირდება, რომ ტრადიციულმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ამ ადამიანს მხარი დაუჭიროს, ის თანაავტორია 20 ივნისის და ბევრი იმ პრობლემის, რაც ამ ქვეყანაშია. მიხარია, რომ დღეს თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ გასულ წელსაც ვგრძნობდით, 2020 წელს არჩევნების პერიოდში, – წნეხი იყო თუ ზეწოლა. სამართლიანია ცხოვრება და ოპოზიციაში ყოფნა მარტივი რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ მთავარი სხვაობა ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამბობთ, რომ მესამე ძალა ვართ. ჩვენ ვიცით, რა არის გასაკეთებელი რაიონებში, ქალაქებში. ჩვენი გუნდი იმით გამოირჩევა, რომ ვსაუბრობთ კონკრეტული გეგმებით, არა უბრალოდ ვაკრიტიკებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here