19.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რა დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს თემურ ჯანაშია?

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები,

რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას, – ამის შესახებ სდსს-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც შესაბამისი განცხადება ადვოკატთან ერთად გააკეთა.

ჯანაშია ფიქრობს, რომ ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტისთვის.

„ამ ტესტის გავლის მიხედვით, შეგვიძლია დავადგინოთ, ეს ადამიანები არიან თუ არა მოწოდებული საქართველოში დემოკრატიის და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებისთვის, თუ ისინი არიან ხელისუფლების ნაწილი და მათი დაკვეთების შემსრულებლები. წინა პრეზიდენტმა ეს ტესტი ვერ გაიარა“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ე.წ პიჯაკების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას საიდუმლო „გრიფი” და დაცვის მხარეს გადმოგვცეს სასამართლოში წარსადგენად ის დოკუმენტები, რაც ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, როდესაც ფინანსთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ იყო დანიშნული და როდესაც მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს “ქართული ოცნება” აკონტროლებდა მთელი ერთი წლის მანძილზე, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გაიწეოდა, რა ტიპის ხარჯების გაწევის გამოც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წარდგენილი.

ეს დოკუმენტები ნიშნავს იმას, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩადიოდა დანაშაულს ამ ნაწილში, მაშინ დანაშაულის ჩადენაში არ შეიძლება ბრალდება ჰქონდეთ წარდგენილი ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს. ამ დოკუმენტებზე “გრიფის” მოხსნა “პიჯაკების საქმეს” წერტილს დაუსვამს და ნათელი მოეფინება იმას, რომ ის ხარჯები, რაზეც პროკურატურა ამბობს, რომ არის გაფლანგვა, სინამდვილეში იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი სახელმწიფოებრივი დანახარჯი”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X