10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

საქართველოს მომავალს მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა – გიორგი კეკელიძე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 15 სექტემბერს, ვერაზე დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა – Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა – Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე პერიოდულად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა.
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ” -წერს გიორგი კეკელიძე.

20 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X